USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ნათია თურნავა: ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს
Date:  530

მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში, რომელიც ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობდა, სექტორის 70-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და სხვა ტურისტული მიმართულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე განხილული იყო როგორც მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და პროექტები, ასევე დარგის წინაშე კრიზისის შედეგად დამდგარი პრობლემური საკითხები, რომელიც სექტორს დღეს აწუხებს, მათ შორისაა, საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია, საბიუჯეტო გადასახადების გადავადება, მთავრობის მხრიდან სტიმულირების პროგრამების და მიზნობრივი დახმარების გაწევა დარგის სხვადასხვა სეგმენტებისთვის და სხვ. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი დახმარების მექანიზმების შემუშავებაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმი ერთ-ერთი პირველი სექტორია, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებამ უდიდესი ზარალი მიაყენა. „ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს. დარგი ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მსხვილი დიდი კონტრიბუტორი და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი იყო, ამდენად, სექტორის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, რათა მომზადდეს ერთიანი გაიდლაინები ტურისტული სერვისით დაკავებული კომპანიებისთვის.

მინისტრის განცხადებით, ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება შეხვედრები ცალკეულ სეგმენტებთან, რათა თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მკაფიოდ ადრესირებული და მიზნობრივი“, - ნათქვამია განცხადებაში.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way