USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ნათია თურნავა: შემდეგი ნაბიჯი პაუზაა, მარტიდან ვისაუბრებთ დამატებით გახსნებზე
Date:  587

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ თებერვალში დამატებითი შეზღუდვების მოხსნა მოსალოდნელი არ იქნება.

„პალიტრანიუსის“ ეთერში თურნავა ამბობს, რომ მთავრობა მანამდე დაანონსებულ გეგმას მიჰყვება, თუმცა საჭიროა, რომ ყველამ დაიცვას რეგულაციები – „პირველ რიგში, პირბადე და სხვა დაწესებული რეგულაციებიც… ახლებიც იქნება, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ.. და ყველა სხვა რეგულაცია,“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის უნდა ელოდოს მოსახლეობა შეზღუდვების შემსუბუქებას, თურნავა ამბობს, რომ შემდეგი ნაბიჯი პაუზაა.

„შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა. რას ნიშნავს ეს – ჩვენ პრაქტიკულად, წინა სამი კვირის განმავლობაში, თითო კვირაში თითო ან ორი დიდი აქტივობა გავხსენით. ახლა ჩვენ დაახლოებით ერთი ან ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ეპიდემიოლოგების არგუმენტირებული პოზიცია, ვინაიდან ვირუსს მოქმედების ციკლი და ინკუბაციის პერიოდი აქვს – დაახლოებით ორი კვირა გვჭირდება, რომ დავინახოთ.

თებერვლის ბოლოსკენ გვეცოდინება.. და ასეც გვქონდა ჩვენ ნათქვამი, თებერვალში იქნება ეს დიდი ბლოკი [გახსნების] და შემდეგ უკვე პირველი მარტიდან, თუ არაფერი გაუარესდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დამატებით გახსნამდე“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ და დაამატა, რომ სხვადასხვა სფეროსთვის სიტუაციის შესამსუბუქებლად დამატებითი პროგრამები და სუბსიდირება იგეგმება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way