USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ნათია თურნავა: მთავრობის მიერ ტურისტული ბაზრის გახსნის კონკრეტული ვადების დასახელებამ საერთაშორისო ავიაკომპანიებს ფრენების აღდგენის სტიმული მისცა
дата:  632

“იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობამ პირველმა დაასახელა კონკრეტული ვადები, თუ როდის გაიხსნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყნის ტურისტული ბაზარი, ძალიან დიდი სტიმული მისცა საერთაშორისო ავიაკომპანიებს, აღადგინონ ფრენები ჩვენი მიმართულებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენების აღდგენის დაანონსების შესახებ კომენტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, საავიაციო კომპანიების უმრავლესობა, ვინც ჩვენს ბაზარზე ოპერირებდა, უკვე მზადაა, განაახლოს ფრენები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფრენები განახლდეს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით – იქნება ეს თბილისის, ქუთაისისა თუ ბათუმის აეროპორტი. ამასთან, პრიორიტეტულია, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების – „ვიზიეარისა” და „რაინეარის” ფრენები. ორივე ამ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებში საკმაოდ პოზიტიურად ვართ დაწინაურებულნი, გვაქვს წინასწარი თანხმობა და მათ საჯაროდაც განაცხადეს, რომ გარკვეული მიმართულებებით ფრენებს აღადგენენ, რაღაც პერიოდის მანძილზე კი კვლავ ძველ ნიშნულებს დაუბრუნდებიან”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

экономика
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати