USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
ნათია თურნავა- Wizz air სექტემბერში ფრენებს განაახლებს
дата:  786

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სექტემბერში “ვიზიარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს განაახლებს რამდენიმე “უსაფრთხო მიმართულებით”. რაც შეეხება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას “რაინეარს”, როგორც მინისტრი ამბობს, ირლანდიური ავიაკომპანია ფრენებს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში განაახლებს. თურნავამ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ასევე განაცხადა, რომ მიმართულებებსა და სიხშირეებზე ორივე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“პირდაპირ გეტყვით რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებით ფრენები “ვიზიარის” მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე ჩვენ დარწუნებულნი ვართ რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან “რაინეარი” აღადგენს ფრენებს. რა სიხშირით შესრულდება ფრენები და რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებას. ასე რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამოდენიმე თვეში,”-აცხადებს თურნავა.

ამ ეტაპზე საქართველოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა სამი მიმართულებით აქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით სრულდება. 11 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

спорт
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати