USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Тбилиси
ნათია თურნავა - ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე
дата:  1327

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს წინა წელს მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, რაც მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო პარტნიორებს აძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ქვეყანა ეფექტურად გადალახავს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს.

„საქართველოს მთავრობამ, ბოლო წლების მანძილზე, გაატარა ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურულ-ეკონომიკური რეფორმები, რისი წყალობითაც ჩვენი ეკონომიკა უფრო ძლიერად შეხვდა ამ კრიზისს და საკმაოდ ძლიერი პასუხიც გასცა კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. იცით, რომ წინა წელს გვქონდა მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი ზრდა 5.2%-ი. ეს დადებითი ტენდენცია გრძელდებოდა წლევანდელი წლის იანვარშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს უკვე გლობალურ ბაზარზე მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი და კორონავირუსის პანდემია პრაქტიკულად უკვე იყო. ეს გვაძლევს ჩვენ იმედს და ასევე აძლევს იმედს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს ეფექტურად გადალახოს ის ეკონომიკური სირთულეები, რაც გარდაუვალად მოყვება კორონავირუსს. ჩვენ ეს რესურსი დავაგროვეთ, ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების წყალობით და ჩვენ ახლა, ამაზე დაყრდნობით, ყველანი ვიზრუნებთ ეკონომიკის სწრაფ ამოქოქვაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

мир
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати