USD 2.7328
EUR 3.1200
RUB 3.4498
Тбилиси
ნათია თურნავა - მომდევნო დღეებში ლარის კურსი თავის დაბალანსებულ ნიშნულს დაუბრუნდება
дата:  422

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით იყო გამოწვეული და რადგან, გაუფასურებაზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს, $60 მლნ-ს ინტერვენცია საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარმა დაიწყოს დამშვიდება.

"ჩვენ ვიხილეთ კურსის მოკლევადიანი რყევა ბაზარზე, მაგრამ ვინაიდან ამის უკან რამე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი არ დგას და ეს ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟის შედეგია, ასეთ დროს, ჩვენც ვაკეთებთ გარკვეულ ინტერვენციას და ჩავერიეთ ამჯერადაც - $60 მლნ მივაწოდეთ ბაზარს. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია იმისთვის, რომ ბაზარმა დაიწყოს დამშვიდება. პარასკევს უკვე კურსი გამყარებისკენ წავიდა.

ველოდებით, რომ მომდევნო დღეებში დასტაბილურდება და ისევ თავის დაბალანსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება. შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. მათ შორის არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არ გაზრდილა, შემოდინებები ისევ მაღალია და აქაც არაფერი არ შეცვლილა. ეკონომიკური ზრდა მაღალია, ინფლაცია კვლავაც დაბალია. ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ რამე ფუნდამენტურ ფაქტორს, რაც ვალუტის დიდი ხნით გაუფასურებას გამოიწვევს", - ამბობს ნათია თურნავა.

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати