USD 2.6126
EUR 3.0364
RUB 3.0189
თბილისი
ნათია თურნავა - იმ ბიზნესებს, ვისაც მუშაობის განახლება სურთ, აპლიკაციები უნდა შეავსონ
თარიღი:  2966

იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო, მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით შეჩერებულები არიან და მუშაობის განახლება სურთ, სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსონ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ეს აპლიკაცია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე უკვე აიტვირთა და ეტაპობრივად, სხვა რამდენიმე უწყებაც ატვირთავს.

„მრავალ ბიზნესს შეექმნა პრობლემები, სერიოზული დისკომფორტი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი იყოს დროებითი და აწყობილი სისტემის ფარგლებში, მათ შევთავაზოთ კონკრეტული სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილების გადამოწმების კვალობაზე, შეძლონ კვლავ ფუნქციონირება.

სულ ერთი საათის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად, დავასრულეთ მუშაობა სპეციალურ აპლიკაციის ფორმებზე, რაც უკვე ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე. ასევე ანალოგიური აპლიკაციები აიტვირთება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე. ასევე, ქალაქ თბილისის მერიაც ანალოგიურად სთავაზობს აპლიკაციების უნიფიცირებულ ფორმებს ბიზნესებს, რომლებიც დროებით ან შეზღუდულ რეჟიმში მოქმედებს.

ეს აპლიკაციები შეეხება როგორც სამშენებლო კომპანიებს, ასევე საშენ მასალათა ინდუსტრიას, ასევე დანარჩენ სხვა ბიზნესებს, ვინც დღეს არ არის იმ ჩამონათვალში, რაც ეხება ნებადართულ ბიზნესებს, ასევე შეეხება ონლაინ-გაყიდვებსა და სავაჭრო ქსელებსაც, ვინც დღეს არასასურსათო საქონლის საბითუმო მიწოდებას ვერ ახერხებს. ეს მარტივი ფორმებია, სადაც ასახული იქნება კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა, რომ დაიცვას თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები.

შექმნილია მობილური ჯგუფები, რომელშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს ტექზედამხედველობის ინსპექცია და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციები. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენ რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ მრავალი ბიზნესი ერთდროულად. როგორც კი ჩვენ ვრწმუნდებით, რომ კონკრეტულ ბიზნესში, მათ შორის იმ ბიზნესებში, ვინც ონლაინ აპირებს, რომ განახორციელოს მიწოდება, იქნება ეს წიგნები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ სხვა, დაცულია მარტივი, ელემენტარული პირობები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. ჩვენ ამას წარვუდგენთ საგანგებო შტაბს და მიიღება გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება, რამდენიმე დღე, შეიძლება ერთი კვირა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის ერთი-ორი კვირაა, რაც ყველას გვჭირდება, რომ დავყოთ მაქსიმალურად სახლებში. ასე რომ ჩავთვალოთ, რომ ეს არის ის აუცილებელი მსხვერპლი, რასაც ბიზნესები გაიღებენ იმისთვის, რომ თვითონ დარჩნენ უსაფრთხოდ და მათი თანამშრომლები დარჩნენ უსაფრთხოდ.

ახალი პერიოდი მოდის ზოგადად გლობალურ და ქართულ ეკონომიკაში. ის ბიზნესი იქნება ყველაზე მეტად კონკურენტული, მეტად მოთხოვნადი, რომელიც იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ჩვენო ბიზნესმენებო, ამ პერიოდს მომზადებული დახვდეთ. სხვაგვარად, ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები და როგორც სხვა ყველაფერში, მათ შორის ვირუსთან ბრძოლაში, რამდენიმე ნაბიჯით წინ ვუსწრებთ მსოფლიოს, ამაშიც გავუსწროთ წინ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით“, - განაცხადა თურნავამ.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის