USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Tbilisi
ნათია თურნავა - ფინანსურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შევინარჩუნეთ
Date:  

ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირებული რყევების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად - 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ფინანსურ ბაზრებზე რყევები მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, რამაც ინფლაციური მოლოდინების გარკვეული გაუარესება გამოიწვია.

„აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 8%-ზე შევინარჩუნეთ. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერი და დადებითია. ეს ეხება ყველა შემადგენელ ნაწილს - დაწყებული დაბალი ინფლაციითა და ეკონომიკური ზრდით, დამთავრებული ფულადი გზავნილებით, ტურიზმიდან შემოსავლებით და სხვა. შესაბამისად, გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება

society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way