USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ნათია თურნავა - ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულმა შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის ტურისტულ კომპანიებს, შეენარჩუნებინათ დასაქმებულები
Date:  602

ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის სექტორში ოფიციალურად დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების დასახმარებლად.

ნათიას თქმით, მთავრობის ანტრიკრიზისული გეგმა მთლიანად გამსჭვალული იყო ადამიანებზე ზრუნვით, რაც, მათ შორის ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვისაც გამოიხატა იმაში, რომ დაქირავებით დასაქმებულ პირებს, რომლებმაც, მიუხედავად მთავრობის ყველა მცდელობისა და დახმარებისა, დაკარგეს სამუშაო ადგილი, მიეცათ 1 200 ლარიანი პაკეტი ექვსი თვის განმავლობაში, თვეში ორასი ლარის ოდენობით.

„ეს არის ნაბიჯები, რომ დავეხმაროთ მათ ამ რთული პერიოდის გადატანაში. ასევე მნიშვნელოვანია, თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადად სამასი ლარის დახმარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ამ სექტორში ოფიციალურად დასაქმებულებთან ერთად თვითდასაქმებული ადამიანების დიდი წილია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ის შეღავათი, რაც იყო ნაკარნახევი ინდუსტრიის დამსაქმებლებზე ზრუნვით – ეს იყო საშემოსავლო გადასახადში შეღავათი, რომელიც ვრცელდება თითოეულ შენარჩუნებულ დასაქმებულზე, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ხოლო 750 ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანები სრულად გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან.

„ამ შეღავათმა შესაძლებლობა მისცა ათასობით კომპანიას, მათ შორის ტურისტულ სექტორში მოქმედ კომპანიებს, შეენარჩუნებინათ დასაქმებულები, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული დასაქმებული ადამიანი ტურისტულ სექტორში, სასტუმროებში, ტურისტულ კომპანიებში – ეს არის დიდი ტრეინინგების, იმ საკმაოდ დიდი რესურსის შედეგი, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრია ხარჯავდა ამ ადამიანების მომზადებაში“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way