ნასაკირალის უღელტეხილზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას "გურია TV" ავრცელებს და წერს, რომ არსებული ინფორმაციით, ისინი გეგმიურ დიალიზზე მიდიოდნენ.
დაშავებულები ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს, საიდანაც ისინი იმ დაწესებულებაში გაგაიყვანეს, სადაც ისინი დიალიზის მომსახურების მიღებას შეძლებენ. როგორც გამოცემასთან კლინიკა "მედალფას’ დირექტორმა, დავით მდინარაძემ განაცხადა, დაშავებულებს მოტეხილობები და თავის ტვინის ტრავმა აღენიშნებოდათ.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.