ნარიყალას რეაბილიტაციის ტენდერში კომპანია „ინსმა“ გაიმარჯვა, შესაბამის ხელშეკრულებას თბილისის განვითარების ფონდთან ხელი 28 თებერვალს მოეწერა.
როგორც კომპანიის დირექტორმა ზვიად თოიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, პროექტი 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაცია, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობა და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟი.
პროექტის ბიუჯეტი 13 162 286 ლარია, საიდანაც 2024 წელს 5 268 648 ლარი, 2025 წელი კი 7 893 638 ლარი დაიხარჯება.
„ნარიყალა უნიკალური ძეგლია. ძველი თბილისის სავიზიტო ბარათია. ის შედგება კოშკებისგან, გალავნებისგან, წყალმომარაგების სისტემისგან, ძველი რეზერვუარებისგან, ასევე მეფის სასახლის ძველი ნანგრევებისგან, გვირაბისგან და ყველას რეაბილიტაცია, რესტავრაცია, კონსერვაცია უნდა განხორციელდეს. ასევე იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა, საუბარია განათებებზე, სკამებზე.

ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოვაწერეთ და უახლოეს დღეებში უკვე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, უსაფრთხოების ბადეების გატარება, ღობეების მოწყობა, ეს იქნება პირველი ეტაპი იქნება. ადამიანების ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მიზეზით გარკვეული ტერიტორია, რა თქმა უნდა, დაიხურება, თუმცა ზუსტი გეგმა ახლა არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სამშენებლო სამუშაოების დროს მასალების მიღებაც უნდა მოხდეს და არ არის რეკომენდებული რომ ეს ტურისტების პარალელურად მოხდეს.“ - განაცხადა ზვიად თოიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის სამუშაოებისთვის 18 თვეა განსაზღვრული - "პროექტის სირთულიდან გამომდინარე პროცესები სწრაფად ვერ წავა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიას ამ ტიპის ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.“ - აღნიშნა თოიძემ.
ა
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.