USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო
Date:  390

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

დედაქალაქის მერის თქმით, ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შიდა და გარე პერიმეტრის განახლებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მოწყობას.

„ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2017-2018 წლებში განხორციელდა. გალავნის ერთი ნაწილი რეაბილიტირებულია, დარჩენილი ნაწილი კი ამ პროექტის ფარგლებში, სრულად მიწესრიგდება. განათება შეიცვლება, დაემატება საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ღამის მინათება გამორთული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობას გაუწევს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება კი 2025 წელს არის დაგეგმილი.

ადგილზე მერთან ერთად თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი პაპავა, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი იმყოფებოდნენ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way