USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათში აქციას მართავენ
Date:  513

„რიონის ხეობის მცველები“ ქუთაისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ, სადაც პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. როგორც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, გუშინდელმა ღამემ ქუთაისის ცენტრში მშვიდობით ჩაიარა, სადაც პროტესტის ნიშნად გაათენეს. მისივე განმარტებით, სოფელ გუმათში კვლავ აღმართულია რკინის კედელი და პოლიციას მოწოდებენ, გზა გაათავისუფლონ იმისათვის, რომ ნამახვანში პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების საშუალება მიეცეთ. მისი თქმით, ეს იქნება „რიონის ხეობის მცველების“ დღევანდელი მოთხოვნა.

„თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თავიანთ ქალაქებში მოხდეს პიკეტირება, ანუ გადაკეტავენ გზებს, მაგისტრალებს და ა.შ. როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ ხელისუფლება რეპრესირებული მეთოდებით ცდილობს ჩაახშოს ჩვენი სამართლიანი პროტესტი. მათ ცალსახად ეს გზა აქვთ არჩეული და გამორიცხული არ არის, რომ დღესაც მოხდეს თუნდაც დაკავება. აქვე მსურს აღვნიშნო ისიც, რომ საპატრიარქომ გააკეთა მკაფიო განცხადება დიალოგის ფორმატში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი.

იმისათვის, რომ დიალოგის სივრცე შეიქმნას აუცილებელია აიღონ რკინის კედელი, დავბრუნდეთ ნამახვანში, კარვებში. გავაგრძელოთ მშვიდობიანი პროტესტი და ხელისუფლებისგან გადაწყვეტილების მიმღები მოვიდეს ჩვენთან და შემოვიდეს შინაარსობრივ დიალოგში, ეს იყოს საჯარო და ამას საზოგადოებამ თვალი ადევნოს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები არ არის ნათაია თურნავა, ჩვენ მის გადადგომას ვითხოვთ ყველა შემთხვევაში, რადგან მასთან დიალოგის სივრცე არ არსებობს. ჩვენ ამ ნაწილში მოვიაზრებთ პრემიერს, ან თუკი პრემიერი ამ მიმართულებით დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც საკითხს სიღრმისეულად გაეცნობა, ანუ ისე არა როგორც მერაბ ლომიძე გაეცნო და რომელსაც ხელშეკრულებაც არ ჰქონდა წაკითხული. სპეციალურ წარმომადგენელი გაეცნობა საკითხს და მას ექნება მანდატი იმისა, რომ მიიღოს გადაწვეტილება ამავდროულად“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way