კახა კალაძის კონკურენტი ნიკა მელია იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე პარტიასთან ერთად კოალიციურ ფორმატში მერობის კანდიდატს კვირის ბოლომდე ოფიციალურად დაასახელებს. ამასთან, საზოგადოებას წარუდგენენ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ელენე ხოშტარიას.
რომელი პარტიები ითანამშრომლებენ ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან, უცნობია.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.