USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
ნაძალადევში, ვარდისუბნის ქუჩაზე მინი სტადიონი მოეწყო
Date:  257
 
ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
 
ვარდისუბნის N6-თან კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 150 კვ.მ ფართობზე ხელოვნური წითელი საფარი დაიგო და შესაბამისად დაიხაზა. დამონტაჟდა ლითონის ღობე, კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები.
 
მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 340 ლარი დაიხარჯა.
tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way