USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ნაძალადევში, შიო გუგეშაშვილის ქუჩაზე 600 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება
თარიღი:  1145

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი შიო გუგეშაშვილის ქუჩა N9-ის მიმდებარედ, 600 კვ.მ ფართობზე იგება. ასევე, წესრიგდება ეზო და ეწყობა ბორდიურები.

ასფალტის საფარის დაგებამდე, გამგეობისა და კომპანია „ჯივიპის“ თანამშრომლობით აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელი შეიცვალა.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 35 000 ლარი არის გათვალისწინებული.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის