USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ნაძალადევში საპარკე ინფრასტრუქტურის აღდგენა-შეკეთება გრძელდება
Date:  487
ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობის პარალელურად, საპარკე ინფრასტრუქტურის აღდგენა-შეკეთება გრძელდება.
 
სულ ახლახან, სამუშაოები შემდეგ მისამართებზე შესრულდა:
 
ლოტკინის დასახლებაში, მესხის ქუჩის ბოლოში მოსასვენებელი სივრცე მოეწყო. დაიდგა საბავშვო ატრაქციონი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები, დაიგო კაუჩუკის ფილები, მოეწყო ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი და საფეხმავლო ბილიკები.
 
ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მრ, მე-3 კვ, N58 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სივრცეს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. აღნიშნულ სივრცეში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟის შემდეგ საბავშვო ატრაქციონი და საქანელები დაიდგა. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. შეიღება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.
 
მსგავსი სივრცე რეაბილიტირდა ზღვისუბნის მე-10ბ კვარტალში, ჭოჭუას N34 -თან. დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები. მოეწყო ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი, კაუჩუკის ფილები და საფეხმავლო ბილიკები.
 
ზემოთ აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 115 660 ლარი დაიხარჯა.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way