USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს ჩართულობით, სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება
თარიღი:  1419

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ანაპის 414-ე დივიზიისა და აბაის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაციას გეგმავს.
პროექტის ფარგლებში, 3600 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და დენდროლოგიური სამუშაოები განხორციელდება. მოეწყობა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დამონტაჟდება სათვალთვალო კამერები. პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოც.


სივრცის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი მურზალინ მალიკი ადგილზე შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


აღნიშნულ სკვერში ყაზახი პოეტისა და განმანათლებლის აბაი კუნანბაევის ძეგლი დგასю

 

მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის