თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ, 11 ჰექტარზე ტყის საფარის აღდგენას ახორციელებს, სადაც, დაახლოებით, 11 000 ნერგი დაირგვება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არამხოლოდ რეკრეაციული სივრცეების განვითარებაზე ზრუნავს, არამედ დიდ ყურადღებას უთმობს ქალაქის გარშემო არსებული ტყეების მოვლა-პატრონობასა და აღდგენას, რომლებიც ქალაქის ტერიტორიის, დაახლოებით, 24%-ს შეადგენს.
„2018 წლიდან დღემდე სამსახური ახორციელებს ტყის გამაჯანსაღებელ და აღდგენით სამუშაოებს, რაც მოიცავს დეგრადირებულ ტერიტორიებზე ხეების დარგვას, ბუნებრივი განახლების ხელშემწყობ ღონისძიებებს, სანიტარიულ ჭრებსა და ნახანძრალი ან დაზიანებული ზონების გაწმენდას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ არსებული 11 ჰექტარი ტერიტორიის აღდგენა, სადაც დაირგვება, დაახლოებით, 11 000 ნერგი. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 2018-2025 წლებში ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 140 ჰექტარ ფართობზე განახორციელა, რომლის მიზანიც თბილისის ტყეების შენარჩუნება და განვითარება, ქალაქის ეკოლოგიური ბალანსის დაცვაა, რასაც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩვენ მსგავს საქმიანობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, რათა თბილისი მომდევნო წლებში იყოს უფრო მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
აქვე, მან მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მთაწმინდის ფერდის, ასევე, კუს ტბის მიმდებარედ არსებული ტყის საფარის აღდგენის პროექტების მხარდაჭერისთვის.
„მთაწმინდის ფერდზე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მათი ჩართულობით, უშუალო მონაწილეობითა და ფინანსური დახმარებით, დაიწყო აღნიშნული ფერდის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, კუს ტბის მიმართულებით. საუბარია 700 ჰექტარ ტერიტორიაზე, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანის სასამართლოს განცხადებით, ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯა არ აქვს მისჯილი, - ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სასამართლოს ცნობით, 10 იანვარს საპროტესტო აქციებზე დაკავებული 26 წლის ერფან სოლტანი ქარაჯის ცენტრალურ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
სასამართლოს განცხადებით, სოლტანის ბრალი წაუყენეს „ქვეყნის შიდა უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისა და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდული საქმიანობისთვის“.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავს ბრალდებებზე სიკვდილით დასჯა არ ვრცელდება.
მანამდე, სოლტანის ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ერფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო.