USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
ნაძალადევის რაიონში საპარკე ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ სკვერში განახლდა
თარიღი:  493
კიშინოვის N24-თან მდებარე სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, 250 კვადრატულ მეტრ ფართობზე კაუჩუკის საფარი დაიგო, სრულად შეიცვალა საბავშვო-გასართობი ატრაქციონი, დაიკიდა ახალი საქანელები და დაიდგა მოსასვენებელი სკამები. შეიცვალა ნაგვის ურნებიც.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 40 000 ლარი დაიხარჯა.
 
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის