USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში, N26-27 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულდა
თარიღი:  245
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში, N26-27 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევანი და განთავსდა საპარკო ავეჯი.
ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი სივრცეები თბილისის ყველა უბანში უნდა არსებობდეს.
„სანზონის დასახლებაში ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, დღეს კი ის ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებულია. ძალიან სასიამოვნო გარემოა. ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში, აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შეიქმნა გარემო, სადაც შეუძლიათ დასვენება და განტვირთვა. ტერიტორიაზე განთავსებულია სავარჯიშო სივრცე, ბავშვებისთვის ატრაქციონები და საფეხმავლო ბილიკები. მოეწყო განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგო ხე-მცენარეები. ძალიან მიხარია, რომ ნაძალადევის რაიონში ამ ტიპის პროექტი განხორციელდა. ჩვენ განვაგრძობთ რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას მთელი ქალაქის მასშტაბით, რადგან მსგავსი სივრცეები ყველა უბანში უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყო მაგიდის ჩოგბურთის სივრცეც და ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 9 525 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 326 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.
სამუშაოების ღირებულებამ 1 454 115 ლარი შეადგინა.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის