USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი კიდევ ხუთ მისამართზე შეიცვალა
Date:  739
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი კიდევ ხუთ მისამართზე შეიცვალა
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავები და წყალსაწრეტი მილები კიდევ რამდენიმე მისამართზე შეიცვალა.
სამუშაოები ჩატარდა შემდეგ მისამართებზე:
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონი, მე-3 კვარტალი, კორპუსი N43 - ბრტყელი სახურავი 450 კვ.მ; ღირებულება - 16 382 ლარი. წყალსაწრეტი მილები 90 გრძ.მ, ღირებულება- 3 922 ლარი.
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, კორპუსი N9ბ- ბრტყელი სახურავი 615 კვ.მ; ღირებულება - 22 017 ლარი; წყალსაწრეტი მილები 108 გრძ.მ, ღირებულება- 4 515 ლარი.
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრორაიონი, მე-5 კვარტალი, კორპუსი N8- ბრტყელი სახურავი 400 კვ.მ, ღირებულება - 14 105 ლარი. წყალსაწრეტი მილები 55 გრძ.მ, ღირებულება- 2 409 ლარი.
  • ჩარგლის N67 კორპუსი, ბრტყელი სახურავი 965 კვ.მ; ღირებულება- 32 143 ლარი; წყალსაწრეტი მილები 60 გრძ.მ, ღირებულება- 3 492 ლარი.
  • გუდამაყრის N5 კორპუსი, ბრტყელი სახურავი 600 კვ.მ; ღირებულება- 20 964 ლარი; წყალსაწრეტი მილები 120 გრძ.მ, ღირებულება- 5 295 ლარი.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way