USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები კიდევ ექვს მისამართზე შეიცვალა
თარიღი:  418
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები კიდევ ექვს მისამართზე შეიცვალა.
 
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები ექვს მისამართზე შეიცვალა.
 
წყალსაწრეტი მილების დამონტაჟების ბოლო ეტაპი, ასევე უკვე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ შალვა მაისურაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დაათვალიერა.
სამუშაოები შემდეგ მისამართებზე ჩატარდა:
  • ზესტაფონის ქუჩის N18, კორპუსი N2 - 650 კვ.მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 28 373 ლარი; 150 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილები, ღირებულება - 7 985 ლარი
  • ჭყონდიდელის ქუჩის N20, კორპუსი N1 - ბრტყელი სახურავი 625 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 27 310 ლარი. წყალსაწრეტი მილები - 105 გრძივი მეტრი, ღირებულება - 7 768 ლარი;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი N22ა - 750 კვ. მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 34 730 ლარი. 120 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილები, ღირებულება - 8 227 ლარი
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N6 - ბრტყელი სახურავი 350 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 15 687 ლარი. წყალსაწრეტი მილები 65 გრძივი მეტრი, ღირებულება - 4 418 ლარი;
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N19 - ბრტყელი სახურავი 525 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 23 192 ლარი. წყალსაწრეტი მილები 105 გრძივი მეტრი, ღირებულება - 6 780 ლარი;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N21 - 500 კვ.მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 22 281 ლარი;
 
 სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 187 000 ლარი გამოიყო.
მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის