USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გზების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება
Date:  436
ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში Nა და ბ კორპუსების მიმდებარედ ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტლის Nა და ბ კორპუსების მიმდებარედ, 1 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კერძოდ, წესრიგდება ეზო და ეწყობა ბორდიურები.
საგზაო სამუშაოებამდე მისამართზე შეიცვალა წყალარინების ქსელი და მოეწყო გზის დამჭერი საყრდენი კედელი.
საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 90 000 ლარია გათვალისწინებული.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way