USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
Date:  520
ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში ასფალტის საფარი იგება.
 
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, N48 საჯარო სკოლის მიმდებარედ, 2 900 კვ.მ ფართობზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, წესრიგდება ეზო და ეწყობა ბორდიური.
 
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელი შეიცვალა.
 
პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში 210 000 ლარია გათვალისწინებული.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way