USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
Date:  478
შალვა ჯაფარიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო.
 
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
 
სანზონის დასახლებაში, შალვა ჯაფარიძის ქუჩაზე 1 100 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები.
 
პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა.
society
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან, 28 ოქტომბრიდან დაიწყება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. განცხადებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებთან გასაუბრება ჩატარდება.
საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ნაძალადევის რაიონში მცხოვრები (რეგისტრირებული) 18 წლის მოქალაქე, რომელსაც ამ რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ნაძალადევის რაიონის გამგებლის ბრძანებით შექმნილი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ამავე რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული.
საბჭოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რაიონის, უბნისა და ქალაქის მართვაში. გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. უზრუნველყონ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებთა ინტერესების დაცვა და მოსახლეობის საჭიროებები გააცნონ გამგეობის ხელმძღვანელობას.
მსურველებს განცხადების შევსება და მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოტანა შეუძლიათ ნაძალადევის რაიონის გამგეობის სერვისცენტრში, მისამართზე - დავით გურამიშვილის 25რ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way