USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
дата:  665
ეკა ბეჟანიშვილის N8-თან ასფალტის საფარი დაიგო
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
 ეკა ბეჟანიშვილის N8 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, 600 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიური.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა.
პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати