USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
Date:  340
გურამიშვილის N70-თან ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
 
გურამიშვილის N70-თან 2 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები.
 
მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
 
 ,,ნაძალადევის რაიონში ვაგრძელებთ როგორც ცენტრალური, ასევე მეორეხარისხოვანი გზების კეთილმოწყობას. ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გურამიშვილზე მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის მიხედვით, ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, შედეგად, კი ადგილობრივ მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ“ - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
 
პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს და მისი ღირებულება 210 000 ლარია.
 
society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way