USD 2.6955
EUR 3.1737
RUB 3.4768
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
Date:  681

მაღალაშვილის ქუჩა, პირველი შესახვევი N2, მე-4 კორპუსის მიმდებარედ 772 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. გზის კეთილმოწყობამდე ბორდიურები გაკეთდა და ეზო მოწესრიგდა, გასულ წელს კი სანიაღვრე ქსელი მოეწყო.

პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 33 642 ლარი არის გათვალისწინებული

tbilisi
თელასი - 29 დეკემბერს მთაწმინდის და დიდუბის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის  გამზირის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის  მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ცისკარიშვილის, ბელიაშვილის, ახმეტელის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
By the way