გლდანის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს მწვანე სივრცეების შექმნას. ამჯერად, ახალი რეკრეაციული სივრცე ქერჩის ქუჩაზე, N7 კორპუსთან მოეწყო.
სამუშაოები, დაახლოებით, 1450 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.
ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.