USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნაძალადევის რაიონში რამდენიმე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
თარიღი:  307
ნაძალადევის რაიონში, დასასვენებელი სივრცეების მოწყობის პარალელურად, საპარკო ინფრასტრუქტურის აღდგენა-შეკეთება გრძელდება
მიმდინარე წელს რაიონში კიდევ რამდენიმე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. სულ ახლახან სამუშაოები შესრულდა შემდეგ მისამართებზე:
 
სანზონის დასახლებაში, N10 ა და ბ კორპუსების მიმდებარედ მოსასვენებელ სივრცეში აღდგა დაზიანებული ინვენტარი, დაიდგა საბავშვო ატრაქციონის კომპლექტი, რეაბილიტირდა უსაფრთხოების მოაჯირი და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები;
 
ერწოს ქუჩის N4-თან შეიცვალა ტრენაჟორების დაზიანებული სახურავი, დაიდგა საბავშვო საქანელას კომპლექტი, მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები. დაიგო ხელოვნური საფარიც;
 
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-10 ა კვარტალში, კორპუსი N41-ის მიმდებარედ დაიდგა საბავშვო საქანელას კომპლექტი, მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები;
 
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტლის N23 კორპუსთან მდებარე სკვერში დაიდგა საქანელა სკამები, დამონტაჟდა უსაფრთხოების მოაჯირი. ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დაიგო ხელოვნური საფარი.
 
ზღვისუბნის დასახლებაში, მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტლის N25 კორპუსთან საბავშვო სივრცე უსაფრთხოების მოაჯირით შემოისაზღვრა.
 
სკვერების აღდგენა-შეკეთების ფარგლებში, საერთო ჯამში, საპარკო ავეჯი 5 მისამართზე განახლდა.
 
აღნიშნული ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 161 136 ლარი დახარჯა.
საპარკო ინფრასტრუქტურის აღდგენა-შეკეთებას ნაძალადევის რაიონის გამგეობა მომავალშიც გააგრძელებს.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის