USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში ქუჩების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა გრძელდება
Date:  400
საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ერთ მისამართზე დასრულდა. ზესტაფონის ქუჩის N22-თან, 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო და ბორდიურები მოეწყო.
 
საგზაო სამუშაოების განხორციელებამდე ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კორპუსის ეზოში 6 საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა. შეიცვალა წყალარინების გარე 117 და შიდა 188 გრძივი მეტრი სიგრძის ქსელი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 29 905 ლარს შეადგენს.
 
განხორციელებული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 57 905 ლარი დაიხარჯა.
 
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way