USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში პროექტის ,,ჩემი მეგზური ლიტერატურაში’’ ფინალური ეტაპი ჩატარდა
дата:  415
ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და აზროვნების აკადემიის ერთობლივი პროექტის ,,ჩემი მეგზური ლიტერატურაში’’ ფინალური ეტაპი ჩატარდა. კონკურსში რაიონის 19 საჯარო სკოლის ორ ასაკობრივ ჯგუფად დაყოფილი 90 მოსწავლე მონაწილეობა.
 
 ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები კი წიგნის მაღაზიის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
 
საგანმანათლებლო ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და აზროვნების აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
 
 
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати