USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Date:  588
ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონის N7 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება.
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონის N7 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების გარე და შიდა ქსელი იცვლება. საერთო ჯამში, განახლდება 280 გრძივი მეტრი გაყვანილობა. ასევე, მონტაჟდება რვა საკომუნიკაციო ჭა.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
 აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილება ასფალტის საფარს დააგებს.
 პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 101 576 ლარია გათვალისწინებული.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way