USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Date:  452
ზღვისუბნის მე-11 მრ-ს, მე-2 კვ-ს N36ა კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
 
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-11 მრ-ს, მე-2 კვარტლის N36ა საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების გარე და შიდა, ჯამში, 363 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება, ასევე, მონტაჟდება საკომუნიკაციო ჭა.
 
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს.
 
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 29 325 ლარია გათვალისწინებული.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way