USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
дата:  364
ნაძალადევის რაიონში კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 
ზღვისუბნის მე-11 მრ-ს, მე-2 კვ-ს N36 კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება
 
 ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მრ, მე-2 კვარტლის N36 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების გარე და შიდა, ჯამში, 186 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება, ასევე, მონტაჟდება ორი საკომუნიკაციო ჭა.
 
მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური მისამართზე ასფალტის საფარს დააგებს.
 
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში 25 357 ლარია გათვალისწინებული.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати