USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
Date:  436
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ზღვისუბნის დასახლება მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში N24-25-26 საცხოვრებელ კორპუსებთან არსებული სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს.
 
პროექტის მიხედვით, 2400 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. მოეწყობა ,,სტრიტ ბოლის’’ მოედანი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. 
 
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სკვერის მოწყობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ზღვისუბნის დასახლება მე-11 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, N24-25-26 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 991 000 ლარს დახარჯავს.
 
 
 
 
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way