USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა
дата:  340
ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა.
 
ურიდიას ქუჩის N135-თან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
 
პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 1 000 კვ. მეტრ ფართობზე შესრულდა. დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები; დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
 
სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში, მისამართზე ასევე მოეწყო 63 მ სიგრძის და 3 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედელი.
 
ურიდიას ქუჩა N135-თან მდებარე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 375 000 ლარი დაიხარჯა.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати