USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
ნაძალადევის რაიონში კიდევ 170 მოსასვენებელი სკამი დაიდგა
თარიღი:  717
ნაძალადევის რაიონში, საპარკო ინფრასტრუქტურის აღდგენა-შეკეთებასთან ერთად, საერთო სარგებლობის სკამების მონტაჟი გრძელდება.
მიმდინარე წელს, სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე 170 სკამი განთავსდა.
სულ ახლახან მოსასვენებელი სკამები დაიდგა სანზონასა და ზღვისუბნის დასახლებაში შემდეგ მისამართებზე:
  •  ერწოს N7; მუხრანის მე-3 შესახვევი; გურამიშვილის N12ა; N80, N176 და N21;
  •  ხორნაბუჯის ქუჩა N47, 71, 77, 81, 82, 83, 86; ქსნის N12;
  •  ბუაჩიძის N12ა; ჩარგლის ქუჩა N65;
  •  თიანეთის ქუჩა N45; N48; უცნობ გმირთა ქუჩა N140; მუხრანის ქუჩა N31, 88;
  •  გუდამაყრის ქუჩა N7ბ; ჯინჭარაძის ქუჩა N11; ხევძმარის ქუჩა N7; ნიშნიანიძის ქუჩა N11; N25;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მ/რ, კორპუსი N4; N7; N13ბ;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N2; N5; N15; N17; N5ვ; N4ბ; N67
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, პირველი კვ, კორპუსი N8; N13; N14, N15; N16; N70;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი N30;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-4 კვ, კორპუსი N52;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-4 კვ, კორპუსი N9;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-9 კვ, კორპუსი N17; N23; N23ა;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-10ბ კვ, კორპუსი N5;
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მ/რ, პირველი კვ, კორპუსი N10; N13; N15ა;
  • ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი N32;
  •  ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მ/რ, მე-3 კვ, კორპუსი N41ა.
 მიმდინარე 6 თვის განმავლობაში, 52 მისამართზე სულ 170 სკამი დამონტაჟდა, რისთვისაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 76 500 ლარი გამოყო.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის