USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
Date:  
142-ე საჯარო სკოლის ეზოში უსაფრთხოების ღობის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.
 კერძოდ, ზღვისუბნის დასახლებაში, N142 საჯარო სკოლის ეზოში მონტაჟდება უსაფრთხოების ლითონის ღობე.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2 000 კვ.მ ფართობზე უკვე დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიური. მისამართზე დაგეგმილია სახურავის შეცვლაც.
 ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტში, საერთო ჯამში, 415 000 ლარია გათვალისწინებული.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way