USD 2.7311
EUR 3.1186
RUB 3.4561
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება.
дата:  179
მოლოკოვის ქუჩის N6-თან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
 
ნაძალადევის რაიონში, გზის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება.
 
ამჯერად, კიდევ ერთი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მოლოკოვის ქუჩის N6-თან მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 16 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი.
 
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 129 182 ლარია გათვალისწინებული.
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати