USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Tbilisi
ნაძალადევის რაიონში გამწვანებული სივრცეების მოვლა-პატრონობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
Date:  690
ნაძალადევის რაიონში სკვერებში, ფერდობებსა და გამწვანებულ სივრცეებში გათიბვის, მორწყვის, ნერგების შეწამვლის, ბუჩქების სხვლა-ფორმირებისა და სხვა ტიპის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
ბალახის გათიბვის სამუშაოები ტარდება, როგორც არსებული გამწვანებული ტერიტორიების ძირითადი სიის მიხედვით, ასევე მოქალაქეების მომართვის საფუძველზე.
 
 
რაიონის მასშტაბით, ამ დროისთვის 52 მისამართზე ბალახის საფარი გაითიბა 119 000 კვ.მ ფართობზე, ხოლო ველურად ამოსული ეკალბარდები ამოიძირკვა 4 000 კვ.მ ფართობზე.
 
მიმდინარე წელს, გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 293 000 ლარია გათვალისწინებული.
 
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way