USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  1037

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები, დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.  

კახა კალაძის განცხადებით, გზის რეაბილიტაციის შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და მანჯგალაძის ქუჩაზე გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებს.

„ეს ქუჩა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციები, ფაქტობრივად, განადგურებული იყო. შესაბამისად, სამუშაოების ფარგლებში მთლიანად ხდება ყველაფრის მოწესრიგება, რეაბილიტაცია, მთლიანად იცვლება წყალარინების ქსელი, წყლის მილები. ასევე, შემოსულია გაზის კომპანია. ეწყობა სანიაღვრე სისტემები. გარდა ამისა,   მიწის ქვეშ ჩავა ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ჰაერშია გამოკიდებული. ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ეს ქუჩა ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება. აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და მათი თხოვნა იყო ამ ქუჩის მოწესრიგება. დაახლოებით, ოქტომბერ-ნოემბერში, სამუშაოები მთლიანად უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მანჯგალაძის ქუჩაზე მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელები. აღნიშნული სამუშაოები კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ქუჩის ნაწილში, 600-მეტრიან მონაკვეთში,  უკვე დაასრულა.

ამ ეტაპზე, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს, ხოლო „თბილისი ენერჯის“ მიერ იცვლება გაზგაყვანილობის სისტემა.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1.2-კილომეტრიან საავტომობილო გზაზე დაიგება ახალი ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე არსებული ელ. ენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე LED სანათები.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქოს სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, საქართველოს პარლამენტის და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати