USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
ნაძალადევის რაიონში, 700 კვ.მ ფართობზე ბეტონის საფარი, ხოლო 200 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო
თარიღი:  468
საჭილაოს ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო.
 
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში საჭილაოს ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. 700 კვ.მ ფართობზე ბეტონის საფარი, ხოლო 200 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები.
 
საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებამდე, მისამართზე შეიცვალა სასმელი წყლის მოძველებული სისტემა და წყალარინების ქსელი.
 
პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.
მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის