USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
ნაძალადევის რაიონში N10 და N11 საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია
თარიღი:  741

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი თბილისის მასშტაბით, სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობას აგრძელებს.


კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე მე-10 და მე-11 საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.


დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ნაძალადევის რაიონის სკოლები. ვიმყოფებოდით მე-10 და მე-11 საჯარო სკოლებში, სადაც მშენებლობა აქტიურად, დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს. სულ მალე ქალაქს შეემატება კიდევ ორი ახალაშენებული, თანამედროვე სტანდარტების სკოლა. ასევე, დავათვალიერეთ რაიონის რამდენიმე სკოლა, სადაც გავეცანით იმ აუცილებელ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომლის წინაშეც ეს სკოლები დგანან. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთობლივი ძალისხმევით მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება უახლოეს პერიოდში. ერთობლივი ძალისხმევით, ვაგრძელებთ მსგავსი აქტივობების განხორციელებას, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.


როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება.


სულ მალე, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სკოლებში გააგრძელონ სწავლება. მე-10 და მე-11 სკოლა ერთად, დაახლოებით 1 500 ბავშვზეა გათვლილი და მოხარული ვარ, რომ მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.


დღესვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძესთან, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ირაკლი კუპრავასთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ანდღულაძესთან ერთად, 141-ე, 207-ე, 154-ე და 48-ე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.


ამ სკოლებში ჩვენი სტუმრობის მიზანია, დროულად გადაიჭრას ის საჭიროებები, პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც აწუხებთ ბავშვებს, მშობლებს, პედაგოგებს და მაქსიმალურად ეფექტიანად გაგრძელდეს როგორც სასწავლო, ისე სამშენებლო პროცესი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ნაძალადევის რაიონის დელეგატის, ირაკლი ხელაძის ინიციატივით, კანონმდებლებმა დღეს 6 საჯარო სკოლა დაათვალიერეს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის