USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
ნაძალადევის რაიონში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
дата:  533
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონის I კვარტალში N13 კორპუსის წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრზე მილები 169 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, მონტაჟდება ოთხი საკომუნიკაციო ჭა.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
„აღნიშნულ მისამართზე წყალარინების ქსელის გაუმართაობის გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება. აღნიშნული პროექტით ინფრასტრუქტურული პრობლემა სრულად მოგვარდება.“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
 
მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 35 962 ლარს შეადგენს. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
 
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати