USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
ნაძალადევის რაიონში 3 სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
თარიღი:  540

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქში სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ამჯერად, რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონში 3 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა. ღია ტიპის, ხელოვნურსაფარიანი მოედნების აღდგენის სამუშაოები კომპანიამ ,,კვადრელი“ შეასრულა. სტადიონები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაიხაზა, დაიგო მწვანე ხელოვნური საფარი და მავთულბადით შემოიღობა.

ნოზაძის N90-თან, სამღერეთის N3-სა და ზღვისუბნის დასახლების მე-9 კვარტლის მე-13 კორპუსთან მდებარე მოედნების აღდგენის სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობიდან 140 000-ლარამდე დაიხარჯა.

მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის