USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ნაძალადევის რაიონს კიდევ ათი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატა
дата:  
ნაძალადევის რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობის პარალელურად, აქტიურად მონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები.
 
 მიმდინარე წელს რაიონს კიდევ ათი საბავშვო გასართობი სივრცე შეემატა.
სულ ახლახან კაუჩუკის მოედანი მოეწყო და ახალი ატრაქციონების კომპლექტი დამონტაჟდა შემდეგ მისამართებზე:
  • ზღვისუბნის დასახლება მე-11 მიკრორაიონი, პირველი კვარტალი კორპუსი N13;
  •  ზღვისუბნის დასახლება მე-11 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, კორპუსი N28ა;
  • ზღვისუბნის დასახლება მე-3 მიკრორაიონი, მე-5 კვარტალი, კორპუსი N14ა;
  •  დავით გურამიშვილის გამზირი N17ბ;
  •  ტიბაანის გასასვლელი N16ბ-ს მიმდებარედ;
  •  ცოტნე დადიანის N144-ის მიმდებარედ;
  •  საყვირის ქუჩა N2-ის მიმდებარედ;
  •  დ. გარეჯის ქუჩა N22-ის მიმდებარედ;
  •  მ.ივანიშვილი-დემურიას ქუჩა N24-ის მიმდებარედ;
  •  ურიდიას ქუჩა N135-ის მიმდებარედ.
 აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 348 370 ლარი დახარჯა.
საბავშვო გასართობი ატრაქციონების მონტაჟს გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს.
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати