USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
„მზიურის“ პარკს შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში კონცერტი გაიმართა
Date:  706

მზიურის“ პარკს შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში თბილისის მერის ინიციატივით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, ასევე საკრებულოს წევრები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, „მზიურის“ ტერიტორია კიდევ 2,5 ჰექტარით გაიზარდა.

ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაუბრუნა დედაქალაქს. დღეს ის არის თბილისელების საკუთრება. რეაბილიტაციის ფარგლებში გავაკეთეთ „მზიურის“ გაგრძელება, 2,5 ჰექტარი ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდა. ყველას გვახსოვს, დღეს აქ რა მდგომარეობა იყო. მართლაც, ძალიან სასიამოვნო სივრცეა. ახალი ხე-მცენარეებია, საპარკე ინფრასტრუქტურა, ფანჩატურები, ტრენაჟორები, განათება, საპიკნიკე სივრცე, სარწყავი სისტემა.

ბევრი ადამიანი სტუმრობს „მზიურს“ და ეს ახალი სივრცე კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგნენ. მათ შორის, დუეტი „ჯორჯია“, სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი“, დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა.

თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს, ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპიკნიკე არეალი, ცხოველების სასეირნო სივრცე, გადმოსახედი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურებისა და სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 18 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way