USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
Date:  477
თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-მცენარეები.
 
აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, რომელიც სავსე იყო ხე-მცენარეებით. სრულად გაიწმინდება კალაპოტი, რომ უამინდობის შემთხვევაში პრობლემები არ შეიქმნას. კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, შემდეგ გადავალთ მომდევნო მონაკვეთზე. აღნიშნული სამუშაოები ყოველ გაზაფხულზე ტარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე.
society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way